WORLD SOCIAL WORKER'S DAY

March 19, 2013
March 20, 2012
March 15, 2011

Important Events

Days & Weeks
Years
Decades
Days & Weeks
Years
Decades

Events Calendar

February 2015 March 2015 April 2015
Mo Tu We Th Fr Sa Su
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31

WEBMAIL FOR STAFF

Who's Online

We have 98 guests online

FOLLOW US

News
“შშმ პირები საზოგადოების განუყოფელი და სრულუფლებიანი წევრი”პროექტის დახურვის ღონისძიება. Print
22.12.2014 13:27
Share

22 დეკემბერს,  სასტუმრო ამბასადორში გაიმართა პროექტის "შშმ პირები საზოგადოების განუყოფელი და სრულუფლებიანი წევრი"-ის დახურვის ღონისძიება. ღონისძიებას ესწრებოდა სხვადასხვა არასამთავრობო და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები. შეხვედრას ორგანიზებას უწევდა პროექტის დონორი საერთაშორისო ორგანიზაცია ჩეხეთის კარიტასი. პროქტის განმახორციელებელმა ორგანიზაციებმა: სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ, კოალიცია დამოუკიდებელი საქართველოსთვის  და  საქართველოს კარიტასმა წარმოადგინა  პროექტის საბოლოო შედეგები და მიღწევები.
ასევე, სტუმრებს წარედგინა ამავე პროექტის ფარგლებში შექმნილი  შშმ პირთა დასაქმების სტრატეგია, სადაც დეტალურად არის გაწერილი  ექსპერტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და სამოქმედო გეგმა, დასაქმების მიმართულებით. შექმნილი დოკუმენტი წარედგინება პრემიერ-მინისტრის აპარატს მომავალში საკანონმდებლო ცვლილებებში შესატანად.

 
ტრეინინგი “ველდ ვიჟენის” თანამშრომლებისთვის Print
16.12.2014 12:01
Share

11 დეკემბერს, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციაში ტრენინგი გაიმართა "ვერლდ ვიჟენის" ურბანული განვითარების პროგრამის თანამშრომლებისათვის. ტრენინგის მთავარი თემა იყო ბავშვისა და ოჯახის მოწყვლადობის შეფასების შედეგების მონაცემთა ბაზაში შეყვანისა და დამუშავების საკითხები. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დახმარებით "ვერლდ ვიჟენმა" შეიმუშვა ბავშვისა და ოჯახის მოწყვლადობის შეფასების ინსტრუმენტი, ასევე, მონაცემთა ბაზა და მათი დამუშავების ფორმატი. ტრენინგის მიზანია თბილისის პროგრამის თანამშრომლებმა დამოუკიდებლად შეძლონ მომავალში შეფასების მონაცემთა ბაზებთან მუშაობა.

 
საზოგადოება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ - კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. Print
15.12.2014 13:57
Share

10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ მხარი დაუჭირა და მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში "საზოგადოება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ", რომელიც გაიმართა თსუ-ში იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულებისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით. კონფერენციის მხარდამჭერი, ასევე, გახლდათ თსუ-ში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციალური მუშაობის მიმართულება. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სისხლის სამართლის მიმართულების პროფესორებმა, ფსიქოლოგმა, კრიმინოლოგმა, პოლიციის აკადემიის წარმომადგენელმა, სოციალურმა მუშაკმა. სოციალური მუშაკთა ასოციაციის დანფუძნებლის და თსუ-ში სოციალური მუშაობის მიმართულებით ასისტენტ პროფესორის, სალომე ნამიჭეიშვილის, მოხსენება ეხებოდა სოციალური მუშაობის როლს ოჯახში ძალადობის სფეროში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა აკადემიურ სივრცეში სამართლის სპეციალისტების წინაშე წარსდგა სოციალური მუშაკი მოხსენებით. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად აუცილებელია მულტიუწყებრივი და მულტიდისციპლინური მუშაობა. ეს უკანასკნელი კი უნდა აქტიურად დაიწყოს აკადემიურ სივრცეში. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია აპირებს 2015 წლიდან აქტიურად დაუჭეროს მხარი სამართლის სპეციალისტებსა და სოციალურ მუშაკებს შორის დიალოგს, ხოლო ამ დიალოგისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა აკადემიური სივრცეა.

 
ტაჯიკი სოციალური მუშაკების ვიზიტი ასოციაციაში Print
14.12.2014 12:52
Share

11 დეკემბერს, სოციალური მუშაკთა ასოციაციის ოფისს ესტუმრა ტაჯიკეთის სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დამფუძნებლები და სოციალური მუშაობის პროფესორი ტაჯიკეთის უნივერსიტეტიდან. ტაჯიკი კოლეგები საქართველოში იმყოფებიან, რათა გაეცნონ სოციალურ მუშაობის განვითარებას. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ტაჯიკეთის ასოციაციებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები. ხვალ ტაჯიკი სტუმრები შეხვდებიან ასოციაციის წევრებს და გაუძღვებიან სემინარს ტაჯიკეთში სოციალური მუშაობის განვითარების შესახებ. დიდი მადლობა ასოციაციის წევრს, სალომე ვადაჭკორიას, იმისთვის, რომ ხელიშეუწყო ტაჯიკი და ქართველი კოლეგების დაკავშირებას.

 
მხარდაჭერა ახალგაზრდებისთვის-პროექტის შედეგებს პრეზენტაცია Print
13.12.2014 14:49
Share

12 დეკემბერს, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო პროექტის "სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისა და ოჯახების მხარდაჭერა იმერეთის რეგიონში", რომელიც ხორციელდებოდა ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის "People In Need"-ის მიერ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან პარტნიორობით. პროექტი დაფინანსებული იყო ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. პროექტის ერთ-ერთი სამიზნე ჯგუფი იყო სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ახალგაზრდები. პროექტის ფარგლებში ასოციაცია თანამშრომლობდა ძირითადად 2 სახელმწიფო უწყებასთან: 1. სოციალური მომსახურების სააგენტო და 2. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი (სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ).

პროექტის ფარგლებში ასოციაციამ ადგილობრივ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშავა იმ ახალგაზრდების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის მოდელი, რომლებიც ჩართულნი არიან პროფესიული გადამზადების კურსებში. პრაქტიკა აჩვენებს, რომ სახელმწიფო ზრუნვაში მცხოვრებ ახალგაზრდებს უჭირთ წარმატებულად გაართვან თავი სხვადასხვა პროფესიულ გადამზადების კურსებს, მათთვის სიძნელეს წარმოადგენს კურსების ბოლომდე მიყვანა, დასახული მიზნის მიღწევა, რაც დიდწილად განპირობებულია მათი მწირი სოციალური უნარებით. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ გამოწვეულია მათი ტრამვული და რთული ცხოვრებისეული გამოცდილებით. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ახალგაზრდებმა პროფესიული გადამზადების პროგრამებში ჩართულობის პარალელურად მიიღონ ადეკვატური ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა, რაც დაეხმარება მათ მოტივაციის ამაღლებაში/შენარჩუნებაში, დასახული მიზნის მიღწევასა და სამომავლო გეგმების დასახვაში. აღნიშნული მოდელი მოიაზრებს სისტემურ და კომპლექსურ მიდგომას ახალგაზრდების პროფესიული გადამზადების პროფესში, რომელიც ორი ფაზისგან შედგება. პირველი ფაზა მოსამზადებელია. ის გულისხმობს ბავშვების/ახალგაზრდების ინდივიდუალურ მომზადებს კურსებში ჩართვამდე, მათთვის ტრენინგის მიწოდებას "სოციალური უნარები წარმატებისთვის", მათი პროფესიული გადამზადების პედაგოგებთან შეხვედრას და მათ მომზადებას სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ ბავშვებთან სამუშაოდ,ასევე, ბავშვების აღმზრდელებთან მუშაობას, რათა აღმზრდელებმა შეძლონ, უკეთ გაიაზრონ თავიანთი როლი ბავშვებისთვის ემოციური მხარდაჭერის აღმოჩენისთვის. მეორე, განხორციელების, ფაზა გულისხმობს ბავშვებთან შუალედურ შეხვედრებს (ინდივიდუალური/ჯგუფური) მათი მოტივაციის შენარჩუნების მიზნით, ასევე, საბოლოო/ დასკნით შეხვედრებს გამოცდილების შეჯამებისა და მომავლის დასაგეგმად. მეორე ფაზაზე მნიშვნელოვანია, ასევე, პედაგოგებსა და აღმზრდელებთან მუშაობა. პრეზენტაციაზე ასოციაციის თანამშრომელმა, სოციალური მუშაობის კონსულტანტმა, ნათია სიბაშვილმა, წარადგინა აღნიშნული მოდელი. იგი თავად მუშაობდა ამ მოდელის მიხედვით იმერეთში 15 ახალგაზრდასთან, რომლებიც ჩართულნი იყვნენ მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების კურსებში.

ასევე, პროექტის ფარგლებში ასოციაციამ ხელი შეუწყო იმერეთის რეგიონში შემთხვევის კონფერენციისა და ოჯახის კონფერენციის დანერგვას სოციალური მომსახურების სააგენტოში. ერთ-ერთი მთავარი გამოწვება ბავშვთა დაცვის სფეროში არის სწორედ მულტი-უწყებრივი და მულტიდისციპლინური მუშაობის ნაკლებობა. ასოციაცია შეეცადა შემთხვევის კონფერენციების პრაქტიკის გაძლიერებით ეჩვენებინა მულტიუწყებრივი დიალოგის აუცილებლობის მნიშვნელობა. პროექტის ფარგლებში მომზადდა სახელმძღვანელო სალომე ნამიჭეიშვილის მიერ, რომელიც ეხება შემთხვევის მართვის პრაქტიკას ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ასოციაციამ მჭიდრო თანამშრომლობითი ურთიერთობა დაამყარა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან. ცენტრის ტრენერებთან ერთად შეიმუშა ტრენინგ კურსი "სოციალური უნარები წარმატებისთვის", რომელიც განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის. პროექტის ფარგლებში ასოციაციას შესაძლებლობა ჰქონდა, ტრენერთა ტრენინგის პროგრამის ფარგლებში მოემზადებინა ცენტრის ტრენერები, რომლებმაც დღეს უკვე აქტიურად დაიწყეს ამ სატრენინგო პროგრამის გამოყენება საქართველოს 4 რეგიონში. პროექტის ფარგლებში მომზადდა ტრენერებისთვის სახელმძღვანელო.

ასოციაციის სახელით დიდ მადლობა სოციალური მომსახურების სააგენტოს იმ სოციალურ მუშაკებს იმერეთის რეგიონში, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროექტის განხორციელებაში, ასევე, ბავშვთა და ახალგაზრდული ეროვნული ცენტრის ტრენერებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ტრენინგის პროგრამის შემუშავებასა და დანერგვაში.

დღევანდელი შეხვედრის ბოლოს დისკუსია გაიმართა, რომელსაც მოდერაცია გაუწია სალომე ნამიჭეიშვილმა, ასოციაციის დამფუძნებელმა და პროექტის ხელმძღვანელმა. დისკუსიის ძირითადი მიზანი იყო მსჯელობა იმის შესახებ, თუ რომელმა უწყებებმა და როგორ შეიძლება ზემოაღნიშნული ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის მოდელის გამოყენებით იმუშაონ ახალგაზრდებთან. რამდენად შეიძლება და აუცილებელია, რომ ეს პასუხისმგებლობა განაწილდეს და რა ფორმით სოციალური მომსახურების სააგენტოს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს, დანაშაულის პრევენციის ცენტრსა და განათლების და მეცნიერებს სამინისტროს უწყებებს შორის. ასევე, რა შესაძლებლობა აქვს დღეს სახელმწიფოს საკუთარი რესურსით დააფინანსო არასამთავრობო სექტორი მსგავსი ინიციატივები. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული მიდგომა მნიშვნელოვანია დაინერგოს სისტემურად პრაქტიკაში. იანვრის მეორე ნახევარში დაიგეგმა შეხვედრა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ფასილიტაციით ზემოაღნიშნულ სახელმწიფო უწყებებთან, რომელზეც დეტალურად იქნება განხილული ახალგაზრდებისათვის მხარდამჭერი მექანიზმები და თითოეულ უწყების წვლილი ამ პროცესში. შეხვდრის შედეგებს აუცილებლად გაგაცნობთ იანვრის ბოლოს.

 
ასოციაციის წევრების შეხვედრა ტაჯიკ სოციალურ მუშაკებთან Print
12.12.2014 12:45
Share

12 დეკემბერს, სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წევრები შეხვდნენ ტაჯიკ კოლეგებს. შეხვედრაზე სტუმრებმა დაინტერესებულ წევრებს გააცნეს ტაჯიკეთში სოციალური მუშაობის განვითარების მცირე ისტორია, რომელიც დასაბამს 2008 წლიდან იღებს. შეხვედრაზე იმსჯელეს იმ სირთულეებზე, რომელთა წინაშეც ახალბედა პროფესია დგას პოსტ-საბჭოთა სივრცეში.

 
ევროპული კონფერენცია - „ბავშვის საუკეთესო ინტერესები“ Print
10.12.2014 13:41
Share

9–10 დეკემბერს, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „ბავშვის საუკეთესო ინტერესები“, რომელიც ჩატარდა ევროსაბჭოს და ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანის ბელგიის მხარდაჭერით. კონფერენცია ეძღვნებოდა გაეროს ბავშვთა უფლებების 25 წლის იუბილეს და მიზნად ისახავდა ოჯახურ გარემოში ბავშვის ინტერესების დაცვას. კონფერენციის მონაწილეები იყვნენ ევროსაბჭოს 47 ქვეყნის პოლიტიკოსები, უფლებადამცველები, პრაქტიკოსები, სამოქალაქო და სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლები.
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნათია ფარცხალაძე წარუძღვა აღნიშნული კონფერენციის ვოქშოფის თემაზე ბავშვის საუკეთესო ინტერესი მიმღებ ოჯახში და რეზიდენტულ დაწესებულებაში განვითარებისას. ვორქშოფის მეორე მომხსენებლი, ბ-ნი ბრაგო გუდბრანსონი არის ისლანდიის ბავშვთა დაცვის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი და ამ თემაზე შემუშავებული არაერთი რეგულაციის, კონვენვიისა და ანგარიშის თანაავტორი.
ვორქშოფზე განხილულ იქნა პრევენციული და ოჯახის დამხმარე მომსახურებების მნიშვნელობა და ინსტიტუციური (მათ შორის მცირე ზომის) გარემოს უარყოფითი გავლენა ბავშვის განვითარებაზე. გამომსვლელებმა ისაუბრეს სხვადასხვა ქვეყნებში დამკვიდრებულ საუკეთესო პრაქტიკასა და სირთულეებზე.
კონფერენციიეს შესახებ დეტალური ინფორმაცია, მოხსენებები და ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ ევროსაბჭოს ვებგვერდზე.

 
<< Start < Prev 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 Next > End >>

Page 1 of 37
rogor_gavxvdeHow to become a student of  Social Work? Follow this link!
sferos_reformebiReforms in the field - Follow this link!
forumOur forum will be available very soon