10 ოქტომბერს მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავს. ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის მიზანია მთელს მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ძალისხმევის მობილიზება ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად.
მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობა გახდეს პრიორიტეტული ჯანდაცვის სფეროსთვის. განსაკუთრებით ახლა, როდესაც მსოფლიო კოვიდ-19 პანდემიას ებრძვის. COVID-19 პანდემიამ დიდი გავლენა მოახდინა ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. გაიაზრდა შიში და შფოთვა. განსაკუთრებით მოწყვლადნი აღმოჩნდნენ ზოგიერთი ჯგუფის წარმომადგენლები, მათ შორის ჯანდაცვისა და წინა ხაზის თანამშრომლები, სოციალურ მუშაკები, ისინი ვისაც უკვე აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხანდაზმულები და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.
მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, ყოველ მეოთხე ადამიანს, ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც აქვს. თუმცა სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს სტიგმა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით. ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე უნდა გამოვიყენოთ როგორც კიდევ ერთი შანსი, რომ ვისაუბროთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, იმაზე თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ მასზე და რამდენად მნიშვნელოვანია ვისაუბროთ, გამოვხატოთ ემოციები და მიღოთ დახმარება.
2021 მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღის სლოგანია: ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა ყველასთვის: მოდით, ეს რეალობად ვაქციოთ!
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია უერთდება ამ დღის აღნიშვნას! მიგვაჩნია, რომ ყველა ადამიანისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი ხარისხიანი, ადამიანის უფლებებსა და ღირსებაზე ორიენტირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები.