ბარბარა მიკულსკი
პოლიტიკოსი, აშშს სენატორი
(დაიბადა 1936 წლის 20 ივლისს)
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სენატორი და პირველი დემოკრატი ქალი სენატორი. სენატორობამდე მიკულსკი იყო აშშს კონგრესის წევრი, ხოლო 1986 წელს არჩეული იქნა მერილენდის შტატის სენატორად, რასაც უძღვებოდა 2017 წლამდე. ამჟამად კი, ითვლება როგორც ყველაზე დიდხანს მოღვაწე ქალ სენატორად.
1958 წელს მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში, Mount Saint Agnes College- ში მიკულსკის მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი სოციოლოგიაში და 1965 წელს მაგისტრის ხარისხი სოციალურ მუშაობაში.
სტუდენტობისას მიკულსკი შთაგონებული იყო მერი კურით, რომელიც იყო ნობელის პრემიით დაჯილდოვებული პირველი ქალი ფიზიკოსი. თუმცა მას უფრო მეტად აინტერესებდა სოციალური სამუშაო, ვიდრე ქიმია, ფიზიკა ან მეცნიერება. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა როგორც სოციალური მუშაკი კათოლიკური ქველმოქმედებებისთვის და ასევე მუშაობდა ბალტიმორის სოციალური მომსახურებების დეპარტამენტში, სადაც ეხმარებოდა რისკის პირას მყოფ ბავშვებს და ხანდაზმულებს. მიკულსკი განსაკუთრებით დაინტერესებული იყო მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებული ადამიანებით და ხანდაზმულებზე ზრუნვით.
მნიშვნელოვანი ციტატა (სექსიზმის შესახებ) / Notable Quotable (on Sexism)
”თქვენ იცით, რას ვხვდებით ჩვენ [ქალები], როცა ვამსხვრევთ შეხედულებებს და ვიცავთ ჩვენს უფლებებს, რომ მივაღწიოთ წარმატებას?
ჩვენ ვწყვეტთ ცხოვრებას ჩარჩოებში, იქ სადაც ყველაფერს კრიტიკულად უყურებენ“.