ელენ გეიტს სტარი
ამერიკელი სოციალური რეფორმატორი და აქტივისტი
(1859 –1940)
ელენე გეიტს სტარმა და ჯეინ ადამსმა 1980 წელს ჩიკაგოში დაარსეს „ჰულის სახლი“, რომელიც გახდა ყველაზე ცნობილი ამერიკულ დასახლებაში.
ჰულის სახლი ყურადღებას ამახვილებდა სიღარიბეზე, სიღარიბეში მცხოვრები ადამიანებისთვის სამუშაო შესაძლებლობების გაფართოებაზე. ელენ სტარი იყო ქალთა პროფკავშირის ლიგის წევრი და 1904 წელს ჩიკაგოს განყოფილების დამფუძნებელი. იგი, 1911 წელს შეუერთდა სოციალისტურ პარტიას და იყო კანდიდატი მე-19 პალატაში ალდერმანის, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ქალი და სოციალისტი არ ელოდა გამარჯვებას.
ელენ გეიტსის და ჯეინ ადამსის საქმიანობამ ხელი შეუწყო ჯანდაცვის რეფორმებს სოციალური დაზღვევის, ქვრივთა საპენსიო პროგრამის ჩამოყალიბებას. დასახლების აქტივობები მალე გაფართოვდა და გამოიწვია ეროვნული ორგანიზაციების შექმნა, როგორიცაა: ქალთა პროფკავშირების ლიგა, მომხმარებელთა ეროვნული ლიგა და სხვა.