საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიზანია კრიზისულ პერიოდში მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინელ მოძმე ხალხს.
ისტორიულად სოციალური მუშაობის პროფესიის განუყოფელი ნაწილია სოციალური აქტივიზმი, სოლიდარობა და სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლა! სწორედ ამიტომ, სოციალური მუშაკები გამოვდივართ ინიციატივით, გავაძლიეროთ ჩვენი უკრაინელი მეგობრები.
ამ მიზნით, შეიქმნა Facebook-ის ჯგუფი.
სოციალურ მუშაკებს გთხოვთ იაქტიუროთ და ერთობლივი მობილიზაციით დავეხმაროთ უკრიანელ ხალხს.
- აქტივობების სახით, პირევლ ჯერზე საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია სთავაზობს სისხლის ბანკს მხარდაჭერას, მობილიზება გაუკეთოს საკუთარ ოფისში, კოლეგა სოციალურ მუშაკებს, ორგანიზაციის წევრებს ჩააბარონ სისხლი უკრაინაში გასაგზავნად.
- ასოციაცია მობილიზებას გაუკეთებს მოხალისე სტუდენტებს, რათა მოხდეს ტანსაცმლის, საჭმლის და სხვა საჭიროებების მობილიზება უკრაინელი სტუმრებისთვის.
- ასოციაცია ახლო მომავალში ითანამშრომლებს GIP-თან უკრაინელებისთვის ფსიქოსოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით.
- ასოციაცია კოლეგა სოციალურ მუშაკებში გაავრცელებს ინფორმაციას და მობილიზებას გაუკეთებს სხვა საქველმოქედო ჯგუფებისთვის საჭიროებების მიხედვით სხვადასხვა რესურსის გაზიარებას. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია სთავაზობს სისხლის ბანკს მხარდაჭერას, მობილიზება გაუკეთოს საკუთარ ოფისში, კოლეგა სოციალურ მუშაკებს, ორგანიზაციის წევრებს ჩააბარონ სისხლი უკრაინაში გასაგზავნად.
- ასოციაცია მობილიზებას გაუკეთებს მოხალისე სტუდენტებს, რათა მოხდეს ტანსაცმლის, საჭმლის და სხვა საჭიროებების მობილიზება უკრაინელი სტუმრებისთვის.
- ასოციაცია ახლო მომავალში ითანამშრომლებს შესაბამის ორგანიზაციებთან/პროფესიონალებთან უკრაინელებისთვის ფსიქოსოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით (მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა და შეთანხმება).
თუ გსურთ, ჰუმანიტარული დახმარების სახით რაიმე გადმოგვცეთ, 20:30 საათამდე, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ოფისში, ყაზბეგის 44-ში, II სართულზე, შეგიძლიათ მოგვაწოდოთ.