21 მარტი - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

ყოველწლიურად 21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება. მსოფლიომ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნა 2006 წელს დაიწყო.

Covid 19-ის პანდემიამ  ადამიანთა ცხოვრება არსებითად შეცვალა და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის და მათი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევები შექმნა, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები რისკ-ჯგუფში აღმოჩნდნენ.

თავის მხრივ უმნიშვნელოვანესი გამოწვევები შექმნა უკრაინაში მცხოვრები დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის მიმდინარე ომმა და კრიზისმა.

არსებული გამოწვევების ფონზე დაუნის სინდრომის მქონე პირებისთვის უმნიშვნელოვანესია არსებობდეს  უსაფრთხო გარემო, ჯანდაცვის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა და საზოგადოებაში თანასწორი უფლებები და შესაძლებლობები, რაც ყველა სფეროში მხოლოდ სოციალური ინკლუზიის განვითარების მეშვეობით არის შესაძლებელი.

საქართველოშიც დაუნის სინდრომის მქონე პირების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეფექტური ჩართულობისთვის აუცილებელია არსებობდეს სოციალური და საგანმანათლობლო სერვისები როგორც სახელმწიფო, ასევე მუნიციპალურ დონეზე. ამასთან, მნიშვნელოვანია მთელი ქვეყანის მასშტაბით შეიქმნას სახელმწიფო პროგრამები 7 წლის ზემოთ ბავშვების და მოზარდების განვითარების ხელშეწყობისთვის. ყურადღება უნდა გამახვილდეს განათლების ხარისხსა და ხელმისაწვდომობაზე, დასაქმების შესაძლებლობების განვითარებასა და სოციალურ ინკლუზიაზე.

სოციალური მუშაკების როლი დიდია დაუნის სინდრომის მქონე პირებისა და მათი ოჯახების გაძლიერებაში, დამოუკიდებელი ცხოვრების მნიშვნელობის გააზრებასა და შესაბამისი უნარების განვითარებაში.

გიზიარებთ Down Syndrome International და Sting-ის ვიდეოს