ვებინარი: კრიზისი და ტრავმა - ადრეული (კრიზისული) ჩარევის საფუძვლები

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია აგრძელებს ვებინარების სერიას და გვსურს მოგიწვიოთ ვებინარზე - "კრიზისი და ტრავმა - ადრეული (კრიზისული) ჩარევის საფუძვლები".

ვებინარი გაიმართება 2 აპრილს, 2021, 11:00-14:00.

ვებინარს გაუძღვება  ზურაბ ბებერაშვილი - ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, კლინიკური ხელმძღვანელი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრის - GCRT სამედიცინო დირექტორი. ზურაბი არის GCRT-ისა და საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოების თანადამფუძნებელი, ტრავმული სტრესის კვლევის ევროპული საზოგადოების (ESTSS) წევრი. ზურაბი აქტიურად არის ჩართული ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალების მომზადებაში სტრესთან და ტრავმასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოში და საერთაშორისო დონეზე. იგი არის არა ერთი წიგნის თანაავტორი.

ფორმატი: ვებინარი ტარდება ონლაინ, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.

შეხვედრის ხანგრძლივობა: 3 საათი.

შეხვედრის ინფო და სარეგისტრაციო ფორმა შეგიძლიათ იხ. ბმულზე.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 1 აპრილი, 12:00 საათი.