ლექციები „სოციალური დაცვის პრინციპები და ევროკავშირის პრაქტიკა“

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ 2022 წელი გამოაცხადა უწყვეტი განათლების წლად. აქედან გამომდინარე, გვსურს მოგიწვიოთ ლექციებზე, რომელსაც საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია მართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამასთან ერთად. ლექციის სახელწოდებაა  „სოციალური დაცვის პრინციპები და ევროკავშირის პრაქტიკა“, რომელიც იმართება საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის, Expertise France-სა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს თანამშრომლობით, და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

თარიღი: 2022 წლის 5 ოქტომბერი,

მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (თბილისი), ლიგამუსი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 32                      

დრო: 09:30 - 12:30

უზრუნველყოფილი იქნება თანმიმდევრული თარგმანი ინგლისურიდან ქართულ ენაზე

 

მომხსენებლები:

  • Hagen Hügelschäffer არის გერმანული საპენსიო ასოციაციის AKA მმართველი დირექტორი, რომელიც წარმოადგენს გერმანიის ადგილობრივი და საეკლესიო სექტორის 3 მილიონზე მეტი აქტიური წევრისა და 1 მილიონი პენსიონერის ინტერესებს.
  • Heikki Hiilamo არის სოციალური პოლიტიკის პროფესორი ჰელსინკის უნივერსიტეტში (ფინეთი).
  • Jana Vaněček არის სოციალური პოლიტიკის დოქტორი და დაამთავრა მასარიკის უნივერსიტეტი ბრნოში (ჩეხეთი).

 

ძირითადი ინფორმაცია ლექციების შინაარსის შესახებ

  • სოციალური პოლიტიკა და სოციალური დაცვა
  • სოციალური დაცვის პრინციპები
  • დაფინანსების პრინციპები და ევროკავშირის პრაქტიკა
  • ფინეთის და გერმანიის სოციალური დაცვის ძირითადი ელემენტები

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ადგილები რაოდენობა შეზღუდულია, შესაბამისად, პირველ 20 რეგისტრირებულ მონაწილეს ექნება შესაძლებლობა დაესწროს შეხვედრას.

სარეგისტრაციო ბმული

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 3 ოქტომბერი

>> დამატებითი ინფორმაცია მომხსენებლების შესახებ, იხ. დოკუმენტში.