სამუშაო შეხვედრა პროექტის "სოციალური მუშაობის ხარისხის გაძლიერება სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სააგენტოში"

2023 წლის 10-11 თებერვალს საგურამოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა პროექტის სოციალური მუშაობის ხარისხის გაძლიერება სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სააგენტოში ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით.

შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს პროექტის რამდენიმე კომპონენტის მიმდინარეობა, მათ შორის: 1. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში პროფესიული ზედამხედველობის კომპონენტის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯები; 2. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში პროექტის ფარგლებში შექმნილი სუიციდის რისკის მართვის ინსტრუმენტის გამოყენების პრაქტიკა; 3. მეურვეობა-მზრუნველობის საბჭოს მუშაობის გაუმჯობესების შესაძლებლობები და სხვა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი, ქალბატონი მერი მაღლაფერიძე, სოციალური მუშაობის პროფესიული ზედამხედველები, იურისტები, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს სხვა წარმომადგენლები, ასევე, მეურვეობა მზრუნელობის საბჭოს წევრები. სამუშაო სესიებს ფასილიტაციას უწევდნენ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის გუნდის წევრები, შორენა საძაგლიშვლი, ქეთი გიგინეიშვილი, სალომე ნამიჭეიშვილი, ია შეყრილაძე და ნათია ფარცხალაძე. გვსურს,  მადლობა გადავუხადოთ შეხვედრაში მონაწილე კოლეგებს!

პროექტი მიმდინარეობს 2021 ნოემბრიდან და დასრულდება 2023 წლის მაისში.