ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00



ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

კვირას, 26 ნოემბერს, საზოგადოებრივი რადიოს ეთერში 14:00 საათზე გადაცემაში „აკადემიური სივრცე“ გადაცემის სტუმრები ისაუბრებენ თემაზე: "სოციალური მუშაკის როლი ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში"
სტუმრად მოწვეული იქნებიან:
ზურაბ ტატანაშვილი - თსუ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სოციალური  მუშაობის მიმართულების მოწვეული ლექტორი
 
მაგული შაღაშვილი - თსუ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სოციალური  მუშაობის მიმართულების მოწვეული ლექტორი
აკადემიური სივრცე

კვირას, 12 ნოემბერს, საზოგადოებრივი რადიოს ეთერში 14:00 საათზე გადაცემაში „აკადემიური სივრცე“ გადაცემის სტუმრები ისაუბრებენ თემაზე: "სოციალური მუშაობა მართლმსაჯულების სფეროში". სტუმრად მოწვეული იქნებიან ქალბატონი სალომე ნამიჭეიშვილი-თსუ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სოციალური  მუშაობის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი  და ქალბატონი ლალი ჩხეტია - ლექტორი.
 აკადემიური სივრცე

კვირას, 29 ოქტომბერს, საზოგადოებრივი რადიოს ეთერში 14:00 საათზე გადაცემაში „აკადემიური სივრცე“  სოციალური მუშაობის პრაქტიკის კომპონენტზე ისაუბრებენ. თსუ-ს და ილიას უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის მიმართულების  ლექტორები პრაქტიკის ხელმძღვანელებთან ერთად საზოგადოებას გააცნობენ, სტუდენტები როგორ ერთვებიან პრაქტიკის ობიექტების სამუშაო პროცესში, რათა მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და აითვისონ სამუშაო უნარ-ჩვევები. 
აკადემიური სივრცე

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ ბავშვთა მიმართ ძალადობისგან დაცვისა და რეფერირების საკითხებში აჭარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა გადამზადება დაიწყო.  თითოეულ მუნიციპალიტეტში 4 დღიანი ტრენინგი ორ ეტაპად მიმდინარეობს.
პროექტი აჭარის რეგიონის 6-ვე მუნიციპალიტეტში გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს. ტრენინგების გარდა, პროექტის ფარგლებში მოეწყობა მრგვალი მაგიდის შეხვედრებიც თითოეულ მუნიციპალიტეტში ბავშვთა სფეროში ჩართულ პროფესიონალთა შორის. ასევე, გაიმართება სამუშაო შეხვედრა რეფერირების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა სამოქმედო ინსტრუქციის შემუშავების მიზნით.  

10 იანვარს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციაში სოციალურ მუშაკთა კლუბის პირველი შეხვედრა გაიმართება.  კლუბი დაარსდა 2016 წლის ოქტომბერში. კლუბის ადმინისტრაციის მხრიდან (თეონა გვალია, რეზო ხვედელიძე, სალომე დანელია) შეხვედრაზე წარდგენილი იქნება სტატია, რომელშიც    განხილულია მოტივაციური სოციალური მუშაობა, განსაკუთრებით, ბავშვებთან და რეზისტენტულ მშობლებთან მუშაობისას. 
Page 1 of 5