ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00



ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია პროექტის „მდგრადი სოციალური ცვლილებების ფორმირება აღმოსავლეთ სამეზობლო  ქვეყნებში, სოციალური მუშაკებისა და მათი ასოციაციების  გაძლიერების გზით“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს მედია პროდუქტის მომზადებაზე სახელწოდებით „სოციალური მუშაკის პროფესიის რეგიონალური პოპულარიზაციისათვის“.
 
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ და ხორციელდება საერთაშორისო ორგანზაციის „ჰილფსვერკ ავსტრია“ მიერ შემდეგ ოთხ ადგილობრივ პარტნიორებთან თანაშმროლობით: საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, სომხეთის სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, აზერბაიჯანის სოციალური მუშაობის საზოგადოებრივი კავშირი და მოლდოვის რესპუბლიკის ექთების ასოციაცია.
 
განცხადების სრული ვერსია იხილეთ ქართულ ენაზე. 
განცხადების სრული ვერსია იხილეთ ინგლისურ ენაზე. ­­­
 
დაინტერესებულმა კომპანიებმა, განაცხადი უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ მისამართზე:
This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it., არა უგვიანეს 2017 წლის 30 ნოემბრისა.



საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ
ყოველკვარტალური მაცნის გამოქვეყნება დაიწყო.
ინფორმაციის სრულად სანახავად შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს
GASW newsletter

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა ორგანიზაციებმა უკვე დაიწყეს პროექტით დაგეგმილი ღონისძიებების შესრულება. 26 ივნისს ორგანიზაციამ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი“ ქ. მცხეთაში პროექტის „ოჯახების გაძლიერება მცხეთა მთიანეთის რეგიონში“ პრეზენტაცია გამართა.  შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, რეგიონალური სახელმწიფო სტრუქტურის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანი გახლდათ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებათა გაცნობა. პროექტის  მიზანია მოწყვლად ბავშვთა ოჯახების გაძლიერება ოჯახიდან მათი დაშორების პრევენციის მიზნით.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოებამ გამოთქვა მზაობა პროექტის თითოეულ ეტაპზე აქტიური მონაწილეობისთვის. 
პროექტი ხორციელდება პროგრამის “თანამშრომლობა ოჯახის გაძლიერებისთვის საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში. პროგრამის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ, ჩაერთონ სოციალურ რეფორმებში და წვლილი შეიტანონ სოციალური დაცვისა და ოჯახის შენარჩუნების პრაქტიკის გაძლიერებაში. ეს გულისხმობს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ორგანიზაციების როლის გაძლიერებას მიმდინარე რეფორმების, განსაკუთრებით კი ოჯახის გაძლიერების კომპონენტის მხარდასაჭერად სოციალური მუშაობის პრაქტიკის, თემის მონაწილეობისა და სააგენტოთაშორისი, სექტორთაშორისი და დისციპლინათაშორისი პარტნიორობის ზრდის მეშვეობით.
დაფინანსებულია ევროკავშირის და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ პროექტის „სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებისთვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (SWIC)“ ფარგლებში. 
პროექტს ახორციელებს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ოთხ პარტნიორთან თანამშრომლობით, რომლებიცაა „ჰილფსვერკ ავსტრია (HWA), სომხეთის სოციალურ მუშაკთა ასოციაცია(AASW), აზერბაიჯანის სოციალური მუშაობის საზოგადოებრივი კავშირი (ASWPU) და მოლდოვის რესპუბლიკის ექთნების ასოციაცია (NARM).
               

















 
იხილეთ მეტი...

19 ივნისს ვენეციის კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის ცვლილების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნის 73-ე პარაგრაფში „ბავშვთა უფლებები“-ს ქვეშ აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებების დაცვა საქართველოს კონსტიტუციაში დამოუკიდებელ მუხლად ჩამოყალიბდეს. კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, უერთდება ვენეციის კომისიის მოწოდებას და მიმართავს საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციაში ბავშვთა უფლებების ასახვის მოთხოვნით.

საქართველო პარლამენტი ახორციელებს ისტორიულ ცვლილებას საქართველოს კონსტიტუციაში, რასაც გადამწყვეტი გავლენა უნდა ჰქონდეს ქვეყანაში დღეს მცხოვრები ადამიანების, მათ შორის, ბავშვებისთვის. კონსტიტუციამ ყველასთვის თანაბრად უნდა შექმნას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მყარი გარანტიები. სწორედ მომავალი თაობების, ე.ი. ბავშვების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების გათვალისწინება უნდა გახდეს კანონმდებლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომელიც, ჩვენი შეფასებით, კონსტიტუციის ამ დროისთვის არსებულ პროექტში მნიშვნელოვან საკითხად არ არის მიჩნეული.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ჯერ კიდევ 2015 წელს გამოხატავდა შეშფოთებას ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მიერ ბავშვთა დაცვისა და განვითარების გარანტიების გაუთვალისწინებლობის გამო წევრი ქვეყნების კონსტიტუციებში, სამართლებრივ თუ ადმინისტრაციულ აქტებში[1]. ასამბლეის მოსაზრებით, ბავშვთა უფლებების ეროვნულ კონსტიტუციებში ასახვა უნდა მივიჩნიოთ ბავშვთა კეთილდღეობის პოლიტიკის აუცილებელ ღონისძიებად.

საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტის შეფასებისას, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორმა და 2000-2010 წლებში ვენეციის კომისიის წევრმა, სერ ჯეფრი ჯოუელმაც აღნიშნა, რომ პროექტი საკმარისად არ ითვალისწინებს ბავშვთა უფლებებს, მათ შორის იმ საკითხებს, რომელიც გათვალისწინებულია სხვა ქვეყნების კონსტიტუციებში[2]

კოალიციამ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, რომელიც აერთიანებს 40-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას გააანალიზა კონსტიტუციის შემოთავაზებული პროექტი და მიიჩნია, რომ ქვეყანაში ბავშვთა კეთილდღეობის დაცვისთვის აუცილებელია კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის სრულყოფა. არსებული ტექსტი არ ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებულ ბავშვთა უფლებების ისეთ ფუნდამენტურ ასპექტებს, როგორიცაა ბავშვთა დაცვა ძალადობისგან, შრომითი ექსპლუატაციისგან, ბავშვებზე სახელმწიფოს ზრუნვის ვალდებულებებს, ბავშვთა განვითარების, ბავშვთა ჭეშმარიტი ინტერესისა და მონაწილეობის უფლების უზრუნველყოფას და სხვა.
იხილეთ მეტი...


 
 ჯანდაცვის სფეროში სოციალური მუშაობის ინტეგრაცია:
გლობალური გამოწვევა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კონფერენციის დღის წესრიგი 
ოთხშაბათი , 14 ივნისი
10:00 – 10:30 რეგისტრაცია
10:30 – 10:45    მისალმება                                          ნინო შატბერაშვილი
 გამგეობის თავჯდომარე, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია                                               
10:45 – 11:00   კონფერენციის
                           გახსნა 
 
იაგო კაჭკაჭიშვილი
სოციალური მუშაობის მიმართულების ხელმძღვანელი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
11:00 – 11:30    ძირითადი
                          მოხსენება
ნადია კაბაჩენკო (უკრაინა)
სოციალური მუშაობა და ჯანდაცვა: უკრაინის გამოცდილება
11:30 – 11:50 ენნ ჰოლოვ (დიდი ბრიტანეთი)
სოციალური მუშაობა  დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემაში 
11:50 – 12:10 ჯასტინ გროთელუეშენი (სომხეთი )
უსაფრთხოება სოციალური მუშაობის პრაქტიკაში ჯანდაცვის კონტექსტში 
12:10 – 12:30   ჯერზი კრზისკოვსკი (პოლონეთი)
სოციალური მუშაობის ინტეგრაცია ჯანდაცვის სფეროში: ხანდაზმულთა ზრუნვის დეინსტიტუციონალიზაცია
12:30 – 12:50 სვეტლანა ჰარაზი / (მოლდოვა)  
განათლების პროგრამის რეფორმა, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში სოციალური მუშაობის პროფესიის განვითარებისათვის აუცილებელი წინაპირობა 
 
12:50 – 13:20  შესვენება (ყავა/ჩაი)
13:20 – 13:40                                                                        ელენა საჯინა (მოლდოვა)
კეთილდღეობის გაუმჯობესების სისტემური მოდელი (SWI)  ქმედებაში: საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სოციალური მუშაობის მიდგომა მოლდოვაში
13:40 – 14:00 პასკალ რუდინი (შვეიცარია)
სამედიცინო მიდგომის გამოწვევები ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში: სოციალური მუშაობის პერსპექტივა
14:00 – 14:20 აზელ ტერლიკბაიევა (ყაზახეთი)
ყაზახეთში სოციალური მუშაობის მომსახურებების ინტეგრაცია პირველადი ჯანდაცვის სისტემაში
14:20 – 15:20 ლანჩი
15:20- 15:40                                                                                          ნატალია პლატონოვა (მოლდოვა)
სოციალური საწარმო,  როგორც კლინიკური ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების საზოგადოებასთან ადაპტაციის კუთხით სოციალური მუშაობის ერთ–ერთი მიდგომა 
15:40 – 16:00 ნატალია გუსაკი (უკრაინა)
ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა: მოქნილობა/ადაპტაცია  ტრავმის წინააღმდეგ
16:00 – 16:20 შორენა საძაგლიშვილი (საქართველო)
2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის მიმართ ფსიქო–ემოციური კუთხით რეაგირება და გაძლიერების პარადიგმა
16:20 – 16:50 შესვენება (ჩაი/ყავა)
16:50 – 17:10                                                   ვადიმ მოლდოვანი (მოლდოვა)
სოციალური მუშაობის მაკრო პრაქტიკაზე ორიენტირება საზოგადოებრივი/სათემო ჯანდაცვის პრაქტიკის მოდელის მეშვეობით
17:10 – 17:30 17:10 – 17:30
სმარანდა ვითეკი (რუმინეთი)
სოციალური მუშაობა რუმინეთში: პროფესიის გაცოცხლება/აღორძინება
 
17:30 – 18:00      დისკუსია/ დღის შეჯამება
ხუთშაბათი, 15 ივნისი
10:00 – 10:15  დღის გახსნა/რეგისტრაცია
10:15 – 10:35                                                           თამარ კურტანიძე (საქართველო)"შშმ პირთათვის სამედიცინო და სოციალურ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობა"
(„ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში“ პროექტის შედეგები)
10:35 – 10:55  ია შეყრილაძე (საქართველო)
რეკომენდაციები:  პირველად ჯანდაცვაში სოციალური მუშაკის  როლი და შშმ პირებისთვის მომსახურებების ხელმისაწვდომობა საქართველოში
(„ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში“ პროექტის შედეგები)
10:55 – 11:15  ზურაბ  ტატანაშვილი (საქართველო)
წიგნის პრეზენტაცია - სოციალური მუშაობის როლი ჯანდაცვის სისტემასა და შეზღუდული შესაძლებლობების სფეროში
(„ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში“ პროექტის შედეგები)
11:15 – 11:35 თამარ მახარაძე (საქართველო)
ჯანდაცვისა და სოციალურ მომსახურებებზე შშმ პირების ხელმისაწვდომობის კვლევა
(„ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში“ პროექტის შედეგები)
11:35 – 11:55 გურამ კიკნაძე (საქართველო)
წიგნის პრეზენტაცია:  პირველადი ჯანდაცვა და შეზღუდული შესაძლებლობები
(„ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში“ პროექტის შედეგები)
11:55 – 12:15 გივი ჯავაშვილი (საქართველო)
პროექტის რეკომენდაციები
(„ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში“ პროექტის შედეგები)
12:15 – 12:45 დისკუსია
12:45 – 13:00       სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია, კონფერენციის დახურვა
13:00 – 14:00 ლანჩი