სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისთვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში

პროექტის სათაური: სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისთვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში
 
პროექტის მიზანი: მეზობელ აღმოსავლეთ ქვეყნებში გაძლიერდეს და განვითარდეს სოციალური მუშაობა, რათა ხელი შეეწყოს მოწყვლადი მოსახლეობის კეთილდღეობას.

პროექტის ამოცანები:
პროექტის ამოცანაა სოციალურ მუშაობის მნიშვნელობისა და ხელმისაწვდომობის განვითარებითა და გაძლიერებით ხელი შეუწყოს მოწყვლად ჯგუფების სოციალურ კეთილდღეობას. აღნიშული მიღწეული იქნება შემდეგნაირად:  
ა. სოციალურ მუშაკთა ასოციაციების, როგორც  კომპეტენტური ორგანოს,  პროფესიული ხელშეწყობა და შესაძლებლობების განვითარება, რომელიც გააძლიერებს ადგილობრივ სოციალური მომსახურების მიმწოდებელ  ორგანიზაციებს რაიონულ დონეზე ტრეინინგებით/კონსულტირებით.  
ბ. ასოციაციის როლის გაძლიერება, როგორც სოციალური სამართლიანობის ადვოკატობის, ისე პოლიტიკური სადამკვირვებლო ორგანიზაციის  სოციალური რეფორმისა დონეზე ეროვნული და რეგიონული დიალოგის პროცესში.

სამიზნე ჯგუფი:
1. სომხეთის სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (AASW), საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია(GASW), აზერბაიჯანის სოციალურ მუშაკთა საზოგადოებრივი გაერთიანება (ASWPU), მოლდოვის მედდების ასოციაცია (NARM) 
2. სოციალური მუშაობის სფეროში ჩართული ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციები
​განხორციელების პერიოდი: აგვისტო 2015 წელი - იანვარი 2018 წელი

დონორები: ევროკავშირი, Austria Development Cooperation

პარტნიორი ორგანიზაციები:
„ჰილფსვერკ ავსტრია ინთერნეიშნალი"
სომხეთის სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (AASW)
აზერბაიჯანის სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (ASWPU)
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (GASW)
მოლდოვის მედდების ასოციაცია (NARM)