სოციალურ მუშაკთა ასოციაცია დაარსების დღიდან ცდილობს ხელი შეუწყოს სოციალური მუშაკის ინსტიტუტის დანერგვას სოციალური მომსახურების ფარგლებში.
  • სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ახორციელებს მეთოდოლოგიურ კონსულტაციებს შემდეგი მიმართულებით:
  • სოციალური მუშაკის მომსახურების კონცეფციის ჩამოყალიბება
  • სოციალური მუშაობის სამუშაო აღწერილობის განვითარება
  • სოციალური მუშაობის პრაქტიკის შეფასების ფორმების განვითარება
  • სოციალური მუშაობის პროფესიული ზედამხედველობის კონცეფციისა და ფორმების განვითარება
  • სოციალური მუშაობის პრაქტიკის სტანდარტების  შემუშავება და დანერგვა მომსახურების მიერ
  • სოციალური მუშაობის ეთიკური სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვა
  • სოციალური მუშაკების საქმიანობის შეფასების სისტემის დანერგვა
  • სოციალური მუშაკებისა და სხვა დამხმარე პროფესიის წარმომადგენელთა გუნდური მუშაობის ფორმატის განვითარება
  • სოციალური მუშაობის სამუშაო მეთოდებისა და ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენებამეთოდოლოგიური კონსულტაციის შინაარსი და  ფორმატი  მუშავდება კონკრეტული ჯგუფის ან ორგანიზაციის  მოთხოვნების შესაბამისად.
მეთოდოლოგიურ კონსულტაციებს ახორციელებენ ასოციაციის გამოცდილი წევრები, რომელთაც აქვთ უმაღლესი განათლება (მინიმუმ მაგისტრის ხარისხი სოციალურ მუშაობაში) და  სოციალური მუშაობის მინიმუმ 10 წლიანი პრაქტიკა.
მეთოდოლოგიური მომსახურების  ღირებულებისა  და თანამშრომლობის სხვა დეტალების შესახებ   მიმართეთ შემდეგ საკონტაქტო პირს: მარიამ ბერიძე, ოფისის მენეჯერი. ტელეფონი - ოფისი: + 995 32 239 00 71, მობილური: + 995 555 57 50 25