საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ დაიწყო პროექტის სოციალური მუშაობის ხარისხის გაძლიერება სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სააგენტოში (Strengthening the quality of social work at the Agency for State Care and Assistance For the (Statutory) Victims of Human trafficking (SCA)), რომლის მიზანიც გახლავთ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მხარდაჭერა სოციალური მუშაობის გაძლიერების მხრივ.
ასოციაციამ 2022 წლის პირველი ორი კვარტალის პერიოდში განახორციელა სოციალური მუშაობის სპეციალიზაციის პროცესის მონიტორინგი და პილოტის შედეგების შეფასება. შეფასებაზე დაფუძნებით სააგენტომ უნდა უზრუნვლეყოს სპეციალიზაციის მიმართულების მეტად გაუმჯობესება და განვითარება. სპეციალიზაცია უკვე დაწყებულია 6 ქალაქში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი, რუსთავი. მომზადებულია შესაბამისი მონიტორინგის და შეფასების რაოდენობრივი და თვისებრივი ანგარიშები. ამ მომენტში მიმდინარეობს ინსტრუმენტების დახვეწა , ანგარიშების რევიზია რათა სააგენტოს გადაეცეს ეფექტური მექანიზმები განხორციელებული საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგისთვის, რომელიც სპეციალისტების პროფეისულ ზრდაზე იქნება ორიენტირებული და გაითვალისწინებს მათი სამუშაო რესურსებით ხელშეწყობას.
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ორი წელია აქტიურად უჭერს მხარს სააგენტოს სოციალური მუშაობის განვითარების მხრივ, როგორც მომსახურებათა მიმწოდებელ და სოციალური მუშაკების ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამსაქმებელს. ამ მხრივ ასოციაცია ხელს უწყობს სოციალური მუშაობის გაუმჯობესებული მომსახურების დანერგვას სისტემაში და მის განვითარებას. ამ გზით, როგორც ბენეფიციართა უფლებების დაცვა ხდება, ასევე ხელი შეეწყობა უკეთესი პრაქტიკის განვითარებას და დანერგვას.
პროექტი ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის და ევროკავშირის მხარდაჭერით. პროექტი დაიწყო 2021 წლის 4 ოქტომბერს და გასტანს 18 თვეს. გვსურს გაეროს ბავშვთა ფონდს დიდი მადლობა გადავუხადოთ, სოციალური მუშაობის პროფესიის განვითარების პროცესში ერთგული მხარდაჭერისთვის!