ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

10 ოქტომბერს აღინიშნება ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე. ამ დღეს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე ადამიანები საუბრობენ საკუთარი საქმიანობის ხიბლსა და მნიშვნელობაზე, უზიარებენ ერთმანეთს და დაინტერესებულ პირებს გამოცდილებასა და იდეებს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ფსიქიკური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. 
 
10 ოქტომბერს 11 საათზე ასოციაციას აქვს პატივი, მოგიწვიოთ შეხვედრაზე ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში დასაქმებულ პრაქტიკოს სოციალურ მუშაკებთან.
 
შეხვედრაზე, ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ჩვენი კოლეგები ისაუბრებენ თავიანთ გამოცდილებაზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე. მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა გაეცნონ ქართულ რეალობას, დასვან კითხვები, გამოთქვან აზრები და რეკომენდაციები, გაიღრმავონ ცოდნა და წარმოდგენა ფსიქიკური ჯანდაცვის საკითხებზე.
ვრცლად...

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, „საქართველოს ბიოეთიკის და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოების“ წარმომადგენლებთან ერთად, კახეთის რეგიონის სოფლის ექიმებისა და ექთნებისთვის 30 სექტემბრიდან მორიგ ტრენინგს გამართავს.ასოციაციის ტრენერი ნატალია ბედიანაშვილი აღნიშნულ ტრენინგში ჩართულია ორგანიზაციის „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი“ პროექტის „შშმ პირთა სამედიცინო და სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა“ ფარგლებში.
ვრცლად...

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თამჯდომარე ნინო შატბერაშვილი 15 სექტემბერს თელავში შეხვედრას გამართავს კახეთის რეგიონულ წევრებთან.  
აღნიშნული მიზანია პროფესიული მიღწევებისა და გამოწვევების, პროფესიული საქმიანობის ხელშემწყობი და ხელშემშლელი ფაქტორების, სოციალური მუშაკების წინაშე არსებული სისტემური თუ ინდივიდუალური პრობლემების განხილვა, ასევე, თითოეულ რეგიონში სოციალური მომსახურებების მიწოდების ხარისხის შეფასება, არსებული მომსახურებების დახვეწაზე მსჯელობა, სხვა მიმდინარე საკითხების განხილვა და სამომავლო გეგმების დასახვა. გარდა ამისა, ასოციაციის წევრთა გააქტიურება პროფესიის დახვეწისა და განვითარების საქმეში.
ვრცლად...

2016 წლის 7 ოქტომბერს იმართება  ,,კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის’’ საერთო კრება. კოალიციის მიზანია ქვეყანაში ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობის არსებული სისტემის განვითარება და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობა , რასაც თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული, ბავშვებისა და ახალგაზრდების საკითხებზე ორიენტირებული საქართველოში მომუშავე  საზოგადოებრივი/არასამთავრობო ორგანიზაციების და კერძო პირების გაერთიანების გზით შეეცდება.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია კოალიციის საბჭოს წევრია და აქტიურ მხარდაჭერას უწევს კოალიციის საქმიანობას. ამ საქმიანობის ფარგლებში სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ახორციელებს პროექტს ,,გაერთიანებული ხმა ბავშვებისათვის’’, რომელიც ქმედითი ღონისძიებებით მხარს უჭერს კოალიციას აღნიშნული საერთო კრების ჩატარებაში.

საერთო კრების მიზანია წლის ანგარიშის წარდგენა და კოალიციის ახალი წესდების დამტკიცება.  
ვრცლად...

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია აქტიურად მონაწილეობს „ოჯახში ძალადობის შემცირების“ პროექტში, რომელიც ხორციელდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.
ვრცლად...

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თამჯდომარე ნინო შატბერაშვილი 23 აგვისტოს გორში შეხვედრას გამართავს შიდა ქართლის რეგიონულ წევრებთან.  

აღნიშნული მიზანია პროფესიული მიღწევებისა და გამოწვევების, პროფესიული საქმიანობის ხელშემწყობი და ხელშემშლელი ფაქტორების, სოციალური მუშაკების წინაშე არსებული სისტემური თუ ინდივიდუალური პრობლემების განხილვა, ასევე, თითოეულ რეგიონში სოციალური მომსახურებების მიწოდების ხარისხის შეფასება, არსებული მომსახურებების დახვეწაზე მსჯელობა, სხვა მიმდინარე საკითხების განხილვა და სამომავლო გეგმების დასახვა. გარდა ამისა, ასოციაციის წევრთა გააქტიურება პროფესიის დახვეწისა და განვითარების საქმეში.

 
ვრცლად...
Page 3 of 4