ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

12 ოქტომბერს, ქედის  მუნიციპალიტეტის მერიამ ქედის მუნიციპალიტეტში ოჯახების მოწყვლადობის (ფოკუსით ბავშვთა მიმართ ძალადობის და ბავშვთა შრომის შემთხვევები) განმაპირობებელ ფაქტორებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო  დაამტკიცა, რომლის მიზანია  ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტში შემავალი ოჯახების  მოწყვლადობის განმაპირობებელი ფაქტორების  იდენტიფიცირებას და მოგვარებას ადგილობრივი რესურსებით და ამავე დროს მოახდინოს მულტისექტორალური რეაგირება რეგიომულ საბჭოზე განხილულ თავის რაიონის შემთხვეებზე საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად.
ვრცლად...

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენელმა ნათია მაჭარაშვილმა ბათუმში ახალგაზრდულ ცენტრში „მომავლის თაობა“ ახალგაზრდებთან სათემო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრა ბავშვთა მიმართ ძალადობის ოჯახების მოწყვლადობისა და ბავშვთა შრომის საკითხებზე ჩატარდა.
ვრცლად...

4 ოქტომბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა ოჯახების მოწყვლადობის (ფოკუსით ბავშვთა მიმართ ძალადობის და ბავშვთა შრომის შემთხვევებზე) განმაპირობებელ ფაქტორებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს პირველი ოფიციალური შეხვედრა.

ვრცლად...

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენელმა სოფიო ბაჩილავამ, მინდია აბაშიძის სახელობის თხილნარის პირველ საჯარო სკოლაში  ჩაატარა ტრეინინგი, თემაზე ,,ბულინგის პრევენციის ხერხები''. სამიზნე ჯგუფი მერვე კლასის მოსწავლეები იყვნენ.

ვრცლად...

2 ოქტომბერს, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენელმა ნათია მაჭარაშვილმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის მიმართულების სტუდენტებთან ასოციაციის ისტორიის, საქმიანობისა და მიზნების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. 

ვრცლად...

19 სექტემბერს, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენელმა მარიამ ბერიძემ ხულოს კულტურის სახლში ჩაატარდა ახალგაზრდების მშობლებთან შეხვედრა.

შეხვედრაზე განხილული იყო აზარტული თამაშები და ბავშვთა მიმართ ძალადობა. პროექტის ფარგლებში ჩატარებულ სათემო შეხვედრებზე გამოიკვეთა რომ თემში ახალგაზრდები აზარტული თამაშებით ინტერესდებიან.

ვრცლად...