ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

საინფორმაციო შეხვედრა თემის წევრებთან ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირების შესახებ

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია აქტიურად ახორციელებს ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირების შესახებ შეხვედრებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის წევრებთან, კოალიციებთან და აქტივისტებთან. 5 ოქტომბერს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია შეხვდა თემის წარმომადგენლებს,  ხოლო 6 ოქტომბერს -  მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ წევრებს.

შეხვედრები იმართება პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის ბიოფსიქოსოციალური შეფასება  და სტატუსის განსაზღვრის სისტემა“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია გაეროს ბავშვთა ფონდისა და  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ახორცილებს.

შეხვედრის მიმდინარეობისას მასში მონაწილე პირებს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მხრიდან განემარტათ ბიოფსიქოსოციალური მოდელის არსი, გაზიარდა  ინფორმაცია თბილისში ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირების პროცესის და მიმდინარეობის, მიზნების,  სამიზნე ჯგუფების და მოსალოდნელი შედეგების შესახებ. გარდა ამისა, შეხვედრებში მონაწილე პირებთან ერთად განვიხილეთ შემთხვევის მართვის კომპონენტის პრინციპები, ფუნქციონირების შეფასება, მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის თავისებურებები. შეხვედრაზე განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, რომელიც შეეხებოდა პილოტირების პროცესში თემის მონაწილეობას და აქტიურ ჩართულობას. შეხვედრისას ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა ბიოფსიქოსოციალურ მოდელის დროული დანერგვის მნიშვნელობა, ამ მიზნით სულ მალე ჯანდაცვის სამინისტროში ამუშავდებასაკოორდინაციო საბჭო, სადაც ბიოფსიქოსოციალური მოდელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კანონის აღსრულების ხელშეწყობის მხრივ. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია კი თემის წევრებთან აქტიურ თანამშრომლობას კვლავაც გააგრძელებს.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ თემის თითოეულ წევრს და ორგანიზაციას  შეხვედრებში აქტიური და საინტერესო ჩართულობისთვის!