საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია აქტიურად ახორციელებს ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირების შესახებ შეხვედრებს, აღნიშნული შეხვედრების ფორმატში 7 ოქტომბერს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია შეხვდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს.
შეხვედრა გაიმართა პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის ბიოფსიქოსოციალური შეფასება და სტატუსის განსაზღვრის სისტემა“-ის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ახორცილებს.
შეხვედრის მიმდინარეობისას მასში მონაწილეებს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მხრიდან განემარტათ ბიოფსიქოსოციალური მოდელის არსი, გაზიარდა ინფორმაცია თბილისში ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირების პროცესის და მიმდინარეობის, მიზნების, სამიზნე ჯგუფების და მოსალოდნელი შედეგების შესახებ. გარდა ამისა, შეხვედრებში მონაწილე პირებთან ერთად განვიხილეთ შემთხვევის მართვის კომპონენტის პრინციპები, ფუნქციონირების შეფასება, მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის თავისებურებები. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზე თანამშრომლობაც ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირების პროცესში უმნიშვნელოვანესია.
გვინდა მადლობა გადავუხადოთ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს შეხვედრებში აქტიური და საინტერესო ჩართულობისთვის!