საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის სახელით გვინდა თანადგომა გამოვუცხადოთ ჩვენს კოლეგას, თამარ საუთიევას!
სოციალური მუშაკებისთვის კარგად ცნობიალია, თუ რა პრობლემების და რთული მდგომარეობის წინაშე დგანან იძულებით გადაადგილებული პირები, შეიარაღებული კონფლიქტით დაზარალებული პირები. ადამიანებისთვის ერთ-ერთი რთული მდგომარეობა საკუთარი საცხოვრებელი სახლის, გარემოს დატოვება და სხვა გარემოში საცხოვრებლად იძულებით გადასვლაა. მითუმეტეს, როდესაც ეს ყველაფერი კონფლიქტისა და ომის პარალელურად მიმდინარობს.
დღეს ადამიანები ელემენტარული საჭიროების, უსაფრთხო გარემოს, საცხოვრებლის უსაფრთხოებისთვის იბრძვიან. აქვე გვინდა მივუსამძიმროთ გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრებს! იმედს ვიტოვებთ, სანატირიუმ "ქართლში" მოცხოვრებლების მოთხოვნები სულ მალე დაკმაყოფილდება და საშუალება ექნებათ უსაფრთხო გარემოში განაგრძონ ცხოვრება.
© ფოტო: IPN ინტერპრესნიუსი