ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

პროექტის “შეზღუდული შესაძლებლობის ბიოფსიქოსოციალური შეფასება და სტატუსის განსაზღვრის სისტემა” შუალედური მონაცემების ანალიზი

მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირების ფარგლებში დაქირავებულ სპეციალისტებთან და პროფესიულ ზედამხედველებთან.

შეხვედრა გაიმართა პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის ბიოფსიქოსოციალური შეფასება  და სტატუსის განსაზღვრის სისტემა“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ახორცილებს.

შეხვედრა პირისპირ რეჟიმში ჩატარდა და შეხვედრის მიმდინარეობისას ასოციაციის ექსპერტმა ქალბატონმა მაგული შაღაშვილმა პროექტში ჩართულ პირებს წარუდგინა ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტორიების პროცესში მონაცემთა შუალედური ანალიზის შედეგები.

სახელმწიფო სისტემაში ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვამდე მნიშვნელოვანია შესწავლილი და გაანალიზებული იქნას ყველა ის მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც მოჰყვება შეზღუდული შესაძლებლობის განსაზღვრას პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ფუნქციონირების და გარემო ბარიერების გათვალისწინებით. შესაბამისად, აღნიშნული პროცესი საჭიროებდა პილოტის მონაცემების შუალედურ ანალიზს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ გაანალიზებული იქნა პილოტის შუალედური მონაცემები, რათა შეფასდეს რამდენად პასუხობს პილოტი დასახულ ამოცანებს და რა სახის დამატებითი მონაცემები უნდა შეგროვდეს, რაც დაეხმარება სამინისტროს სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და სახელმწიფო სისტემის რეფორმის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ანალიზის გაკეთება საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ იგეგმება პროექტის დასასრულსაც.