ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

სოციალური მუშაობის ხარისხის გაძლიერება სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სააგენტოში

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია 2021 წლის ოქტომბრიდან გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს სოციალური მუშაობის ხარისხის გაძლიერება სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სააგენტოში (Strengthening the quality of social work at the Agency for State Care and Assistance For the (Statutory) Victims of Human trafficking (SCA)), რომლის მიზანიც გახლავთ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მხარდაჭერა სოციალური მუშაობის გაძლიერების მხრივ.

ასოციაციამ ზრუნვის სააგენტოსთან თანამშრომლობით შეიმუშავა „სექსუალური ძალადობის ამოცნობა - ნიშნები და საფრთხის სიგნალები - დამხმარე დოკუმენტი სოციალური მუშაკებისთვის  სექსუალური ძალადობის ამოსაცნობად და შესაფასებლად“, „სექსუალური ძალადობის შემთხვევის სამოქმედო პროტოკოლი სააგენტოს თანამშრომლებისთვი, „სექსუალური ძალადობის მსხვერპლ/რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთან კომუნიკაცია - საინფორმაციო მასალა სოციალური მუშაკებისთვის“,  ბავშვის სექსუალური განვითარება - საინფორმაციო მასალა სოციაური მუშაკებისთვი“.

აღნიშნული დოკუმენტების მიზანია სოციალური მუშაკების გაძლიერება და მხარდაჭერა, რათა სააგენტომ უკეთ შეძლოს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის რისკების დროული იდენტიფიცირება და პრევენციაზე მუშაობა;

პროექტის ფარგლებში  სფეროს ექსპერტების მიერ ასევე შემუშავდა „ბავშვთა სუიციდის შეფასების პროცედურული პროტოკოლი“, „მოზარდთა სუიციდის შეფასების ფორმა“ და შესაბამისი გზამკვლევი. შემუშავებული დოკუმენტების დახმარებით სააგენტომ უკეთ უნდა შეძლოს ბავშვებში სუიციდის რისკების დროული იდენტიფიცირება და პრევენციაზე მუშაობა;

პროექტის ფარგლებში ასოციაცია ხელს უწყობს სოციალური მუშაობის გაუმჯობესებული მომსახურების დანერგვას სისტემაში და მის განვითარებას. ამ გზით, როგორც ბენეფიციართა უფლებების დაცვა ხდება, ასევე ხელი შეეწყობა უკეთესი პრაქტიკის განვითარებას და დანერგვას.