ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა, რომლიც 1990 წლიდან აღინიშნება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში  814 657 ხანდაზმული (60+) მოქალაქეა. ამასთან, 2021 წლის მონაცემებით პენსიის მიმღებია 783 705 ათასი პირი, ხოლო  პენსიის და სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა 958 317 ათას შეადგენს. სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედი ხანდაზმულია (60+), და თუ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის 1 იანვრის მონაცემებს დავეყრდნობით 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის რაოდენობა 15.5% მდე გაიზარდა. რაც ცალსახად მიუთითებს ქვეყნის დაბერებაზე და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების საჭიროებაზე. აგრეთვე, გაეროს მოსახლეობის დივიზიის პროგნოზით, საქართველოში 2035 წლისთვის მოსალოდნელია ხანდაზმული მოსახლეობის (65 წლის და ზემოთ ასაკის) რაოდენობის გაიზარდოს 20.6%-მდე.

საქართველოსთვის, როგორც სხვა ბევრი ქვეყნისთვის, გამოწვევას წარმოადგენს ხანდაზმულთა ღირსეული და ჯანსაღი დაბერების პროცესი და მათი უფლებების დაცვა, რაც კიდევ უფრო პრობლემური და მწვავე გახდა COVID-19 პანდემიის  პირობებში. ბოლო სამი წლის განმავლობაში პანდემიამ გაამძაფრა არსებული უთანასწორობა, იმატა სოციალურ-ეკონომიკურმა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა, გარემოსთან და კლიმატთან დაკავშირებულმა საკითხების ზემოქმედებამ ხანდაზმულთა ცხოვრებაზე, განსაკუთრებით ხანდაზმულ ქალებზე, რომლებიც შეადგენენ ხანდაზმულთა უმრავლესობას.

მიუხედავად იმისა, რომ ხანდაზმული ქალები აგრძელებენ თავიანთი წვლილის შეტანას ეკონომიკურ, სოციალურ, სამოქალაქო, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, მათი წვლილი და გამოცდილება რჩება ძირითადად უხილავი და უგულებელყოფილი.

2022 წლის ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის თემაა: ხანდაზმულთა მედეგობა/გამძლეობა ცვალებად სამყაროში, რაც კიდევ ერთხელ ახსენებს საზოგადოებას ხანდაზმული ქალების როლის შესახებ, რომელსაც ისინი ასრულებენ სხვადსხვა სირთულეების და გამოწვევების გადალახვისას, თუ რა გამძლეობას და სიმტკიცეს ინარჩუნებენ. მნიშვნელოვანია მოხდეს ხანდაზმული ქალების წვლილის და გამძლეობის წარმოჩენა საზოგადოებაში. ამავდროულად პოლიტიკის დონეზე იყოს გათვალისწინებული ხანდაზმული ადამიანების უფლებების დაცვა, გაძლიერება და მათი წვლილის აღიარება მდგრად განვითარებაში.

საქართველოსთვის კვლავ გამოწვევად რჩება მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის და ეროვნული სამოქმედო გეგმის არ არსებობა, ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია, ძალადობა და მათ შორის ოჯახში ძალადობა, რომლის შესახებაც არ წარმოებს სტატისტიკური მონაცემების დამუშავება. ამ ყოველივეს თან ერთვის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, სიღარიბე, საცხოვრებელი პირობების და უსახლკარობის საფრთხე, ფიზიკური გარემოს ხელმიუწვდომლობა, ხანდაზმულ პირებზე ზრუნვის ყოვლისმომცველი გრძელვადიანი სტრატეგიის არარსებობა, სოციალური მომსახურების არაეფექტიანობა, არასაკმარისი მიზნობრივი პროგრამები, ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ხანდაზმულთა კეთილდღეობაზე ზრუნვის მიზნით გატარებული ღონისძიებების ნაკლებობა და სხვა.

დღეისათვის, საქართველოში ფუნქციონირებს ხანდაზმულთათვის მხოლოდ ორი რეზიდენტული დაწესებულება, თბილისსა და ქუთაისში, სადაც შესაძლებელია გრძელვადიანი ზრუნვა. ამასთან, ქვეყანის მასშტაბით ფუნქციონირებს 15 სათემო ორგანიზაცია, რომელიც მომსახურებას უწევს მხოლოდ ხანდაზმულ პირებს. თუმცა, კვლევებიც მიუთითებენ მომსახურებების სიმწირის პრობლემაზე. გარდა სათემო ორგანიზაციებისა, საქართველოს 5 დიდ ქალაქში ხორციელდება შინმოვლის სახელმწიფო პროგრამა. 2021 წლიდან ქალაქ დმანისსა და გორში დაიწყო შინმოვლის მომსახურების პილოტი, რომელსაც ადგილობრივ მთავრობასთან ერთად ახორციელებს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ორგანიზაცია „თანხმობა“, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი, ავსტრიის განვითარების სააგენტოს, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ოპერაციული უწყების დაფინანსებით, რომელსაც ხელმძღვანელობს Hilfswerk International.

სოციალური მუშაკის როლი ხანდაზმულთა საკითხებთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესია, ზემოთ განხილული საკითხებიდან ნათლად ჩანს, თუ რაოდენ დიდი გამოწვევების და სირთულეების წინაშე დგანან  ხანდაზმულები, განსაკუთრებით ქალები. ამასთან სახელმწიფოს არ აქვს საკმარისი მომსახურებები, ვერ ხდება ძალადობის შემთხვევების ეფექტურ მონიტორინგი და სხვა. აქედან გამომდინარე,  სოციალური მუშაკის როლის გაზრდა მნიშვნელოვანია ხანდაზმულთა ღირსეული და ჯანსაღი დაბერების პროცესში, ხანდაზმულთა გაძლიერების თუ უფლებების ადვოკატობის მიმართულებით. აქაც სოციალური მუშაკის როლის სწორად დანახვა მნიშვნელოვანია, როგორც მომსახურებების მიმწოდებლების, ისე გადაწყვეტილების მიმღები პირების მიერ.

სოციალურ მუშაკთა ასოციაცია უერთდება ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს, რომლის მთავარი თემაა „ხანდაზმულთა მედეგობა/გამძლეობა ცვალებად სამყაროში/ Resilience of Older Persons in a Changing World“, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ხანდაზმულების წვლილს საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში და ქალების წვლილის, გამძლეობის და მედეგობის აღიარებას.