ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ადამიანთა უფლებების მსოფლიო დღე

1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს. სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე აღინიშნება ყოველწლიურად ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე. 

როდესაც გენერალურმა ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია, იგი გამოცხადდა როგორც “საერთო სტანდარტი ყველა ხალხისა და ყველა ერისთვის”, რომლისკენაც უნდა ისწრაფოდეს ნებისმიერი საზოგადოება და ყოველი ინდივიდი, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადამიანთა უფლებების საყოველთაო და ეფექტური აღიარება და დაცვა.

დეკლარაცია შედგება 30 მუხლისგან, რომელშიც ასახულია ადამიანის ფუნდამეტური უფლებებისა და თავისუფლების ფართო სპექტრი. აღნიშნულია, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი, ასევე ყველას მიემართება დეკლარაციაში მითითებული ყველა უფლება განურჩევლად სქესისა, რასისა, რელიგიისა და პოლიტიკური შეხედულებისა.

Unicef-ის განმარტებით, ადამიანის უფლებების საყოველთაობა თითოეულ ჩვენგანს თანაბრად ეხება. ადამიანის უფლებები არის ერთგვარი სტანდარტი, რომელიც აღიარებს და იცავს ყველა ადამიანის ღირსებას. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული სტანდარტი, არეგულირებს თუ როგორ ცხოვრობენ ცალკეული ადამიანები საზოგადეობაში და როგორ ურთიერთობენ ერთმანეთთან, ასევე მათ ურთიერთობებს სახელმწიფოსთან და სახელმწიფოს ვალდებულებებს მათ მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მიერ რატიფიცირებულია ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაცია, მისი დაცვა სულ უფრო და უფრო რთული ხდება თანამედროვე სამყაროში. სახელმწიფოებს შორის არსებული მუდმივი დაძაბულობის, კრიზისისა თუ კონფლიქტის ფონზე.

აღსანიშნავია, რომ სოციალური მუშაობა ეფუძვნება ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობას, შესაბამისად სოციალური მუშაკი იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ ძირითად უფლებებს. სოციალური მუშაკი ხელს უწყობს ბენეფიციარისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რეალიზებას, უზრუნველყოფს მისთვის არსებულ შესაბამის რესურსებზე ხელმისაწვდომობას, რეაგირებს ინდივიდის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე და ბენეფიციარს უწევს ადვოკატობას.

2022 წლის ადამიანის უფლებათა დღის მთავარი თემაა “თანასწორობა,” რომელიც პირდაპირ კავშირშია დეკლარაციის პირველ მუხლთან - “ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი ღირსებითა და უფლებებით.“

2022 წლის 10 დეკემბერს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიერ დაგეგმილია ღონისძიებები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის არის მოაზრებული:

  • უკრაინაში გაიმართება ხელოვნების კონკურსი თემაზე „რას ნიშნავს შენთვის თანასწორობა?“
  • კოსტა-რიკაში დაგეგმილია ქალების მიერ შესრულებული მუსიკა, რომელიც მიმართულია რომ დაარღვიოს უთანასწორობასთან დაკავშირებული ბარიერები.
  • მთელ მსოფლიოში გაეროს ადამიანის უფლებათა წარმომადგენლობა და მისი პარტნიორები აღნიშნავენ ადამიანის უფლებების დაცვის მსოფლიო დღეს.
  • ჟენევაში, 10 დეკემბერს, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, პირდაპირ ეთერში, უმასპინძლებს ღონისძიებას „კითხვა-პასუხი“-ს უმაღლეს კომისართან - მიშელ ბაჩელეტთან, რომელიც უპასუხებს მოქალაქეების შეკითხვებს ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის შესახებ.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია უერთდება ადამიანის უფლებების დაცვის მსოფლიო დღეს და ამ დღის აღსანიშნავად ატარებს კონფერენციას შემდეგ თემაზე „სოციალური მუშაობა, ადამიანის უფლებებზე დაფუძვნებული პროფესია“ - კონფერენციის მთავარ მიზანს წარმოადგენს სოციალური მუშაობის პროფესიული სფეროს შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება, რომელიც ორიენტირებულია ინდივიდის უფლებებზე.

სტატია მომზადებულია საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის პრაქტიკანტის, თსუ-ს სოციალური მუშაობის პროგრამის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტის - მელანო ქარელიძის მიერ.