ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

საჯარო ლექცია: სპირიტუალისტური სოციალური მუშაობა

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია გიწვევთ ლექციაზე "სპირიტუალისტური სოციალური მუშაობა".

თარიღი:  30 მარტი, 2023,

დრო: 18:00 - 19:00 საათი

ადგილი: საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, ალ. ყაზბეგის გამზ. N44, მე-2 სართული

მომხსენებელი:  ჩეხეთის პალაცკის უნივერსიტეტის, სოციალური მუშაობის პროფესორი, დოქტორი იაკუბ დოლეზელი.

დოქტორი იაკუბ დოლეზელი (Mgr. Jakub Doležel, Th.D.)  გახლავთ ქ. ოლომოუცის, პალაცკის უნივერსიტეტის (Palacký University, ჩეხეთი) წმინდა კირილეს და მეთოდეს სახელობის თეოლოგიის ფაკულტეტის, ქრისტიანული სოციალური მუშაობის დეპარტამენტის პროფესორი. მისი ინტერესის სფეროებია: ქრისტიანული სოციალური მუშაობა, სპირიტუალისტური მიდგომები სოციალურ მუშაობაში, ქრისტიანული ქველმოქმედება და სოციალური მუშაობა და სხვა. პროფესორი დოლეზელი ხელმძღვანელობს საერთაშორისო პროექტს, რომლის მიზანია ლექტორების და სტუდენტების მობილობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პალაცკის უნივერსიტეტს შორის ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში. პროექტი უკვე სამი წელია მიმდინარეობს. ამ პროექტში მონაწილეობდა სოციალური მუშაობის მიმართულების 10 პროფესორი და 16 სტუდენტი, როგორც სამაგისტრო დონის, ისევე სადოქტორო დონის ორივე უნივერსიტეტიდან. პროექტის მანძილზე ჩამოყალიბდა მჭიდრო თანამშრომლობა ორი უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სკოლებს შორის.

ლექციისას უზრუნველყოფილი იქნება თანმიმდევრული თარგმანი ინგლისურიდან ქართულ ენაზე.

დასასწრებად საჭიროა, გაიაროთ რეგისტრაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ადგილები შეზღუდულია, შესაბამისად, პირველ 15-20 რეგისტრირებულ მონაწილეს ექნება შესაძლებლობა დაესწროს ლექციას.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 28 მარტი, 2023