ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო დღე - 2023

სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო დღე 2007 წლიდან აღინიშნება ყოველი მარტის მესამე სამშაბათს. სოციალური მუშაობის მსოფლიო დღის მიზანია ხაზი გაუსვას სოციალური მუშაობის მიღწევებს, აამაღლოს ცნობადობა, როგორც სოციალური მუშაობის შესახებ, ასევე გაზარდოს ხილვადობა სოციალურ მომსახურებებთან დაკავშირებით საზოგადოებაში, დაიცვას სოციალური სამართლიანობა და ადამიანის უფლებები.

2023 წლის 21 მარტი არის სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო დღე, რომლის დევიზია „მრავალფეროვნების პატივისცემა ერთობლივი სოციალური ქმედების გზით - Respecting diversity through joint social action“. დევიზი მომდინარეობს ეკო სოციალური მიდგომიდან, რომლის მიხედვითაც ცვლილებები იწყება სწორედ ადგილობრივ დონეზე, მრავალფეროვნების აღიარებითა და პატივისცემით. ამასთან, იძლევა შესაძლებლობას, აღიარონ სხვადასხვა თემის/ჯგუფის შესაძლებლობები, რომელთაც შესწევთ ძალა, ხელი შეუწყონ ინკლუზიურ სოციალურ ცვლილებებს.

სოციალური მუშაობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს სოციალური მუშაკების წვლილს ინდივიდების, თემების, საზოგადოების გაძლიერებაში, ხელშეწყობასა და სოციალიზაციაში. პროფესიული დღის აღნიშვნა საშუალებას იძლევა წარმოვაჩინოთ არა მხოლოდ პროფესიის უმნიშვნელოვანესი როლი საზოგადოებაში, არამედ მადლობა გადავუხადოთ და დავაფასოთ იმ ადამიანების პროფესიონალიზმი და თავდაუღალავი შრომა, რომლებიც საზოგადოების გაძლიერებისთვის, გაუმჯობესებისთვის, სოციალური სამართლიანობისთვის ყოველდღიურად მუშაობენ.

საქართველოში სოციალური მუშაობა განვითარების 22-წლიანი ისტორია აქვს. სოციალური მუშაკები მუშაობენ სხვადასხვა სფეროში და პროფესიული საქმიანობისას იზიარებენ სოციალური მუშაობის იმ ძირეულ ღირებულებსა და ფასეულობებს, რომლებიც პროფესიის და დღევანდელი დღის აღნიშვნის მთავარი მიზანია.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია უერთდება სოციალური მუშაობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას და სრულად იზიარებს დღევანდელი დღის მთავარ იდეას, რომ უმნიშვნელოვანესია მრავალფეროვნების პატივისცემა ერთობლივი სოციალური ქმედების გზით! ძვირფასო კოლეგებო, გილოცავთ სოციალური მუშაობის საერთაშორისო დღეს! გისურვებთ პროფესიულ წინსვლას და განვითარებას სწორედ ერთობლივი სოციალური ქმედებების გზით!