ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

სამუშაო ვიზიტი ბოსნია-ჰერცოგოვინაში პროექტის „მხარდაჭერის სახლი - მომსახურებები ხანდაზმულთა ღირსეული ცხოვრებისათვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში“ ფარგლებში.

 სამუშაო ვიზიტი ბოსნია-ჰერცოგოვინაში პროექტის „მხარდაჭერის სახლი - მომსახურებები ხანდაზმულთა ღირსეული ცხოვრებისათვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში“ ფარგლებში. 

პროექტის „მხარდაჭერის სახლი - მომსახურებები ხანდაზმულთა ღირსეული ცხოვრებისათვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში“ ფარგლებში , 2023 წლის 24-27 იანვარს გაიმართა პარტნიორი ორგანიზაციების სამუშაო ვიზიტი ბოსნია-ჰერცოგოვინაში. პროექტი ხორციელდება ავსტრიის განვითარების სააგენტოს, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ოპერაციული უწყების დაფინანსებით, პროექტის ხელმძღვანელია Hilfswerk International ხოლო პარტნიორები კი - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“, „საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი“.

ვიზიტის მიზანი იყო ორივე მხარის მიერ გამოცდილების გაზიარება მონიტორინგისა და შეფასების სისტემების შესახებ, ხანდაზმულთა უფლებების ადვოკატირებაზე, ბოსნიელების შესაძლებლობებზე ხანდაზმულთა გასააქტიურებლად და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის სტრატეგიებზე.

შეხვედრებზე განხილული იქნა, მოვლის საკითხები, მათ შორის დოკუმენტაციის წარმოება, პერსონალის შემადგენლობა და მათი ფუნქცია-მოვალეობები. ბოსნიელ და ქართველ კოლეგებს შესაძლებლობა ჰქონდათ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ, როგორც საუკეთესო პრაქტიკა, ასევე ემსჯელათ იმ გამოწვევების შესახებ, რომლსაც პრაქტიკაში ხვდებიან.

ვიზიტის დროს საქართველოს მხარეს საშულება მიეცათ გასცნობოდნენ და მოენახულებინეთ სარაევოს ერთ-ერთი ჯანმრთელი დაბერების ცენტრი. ხოლო ვიზიტის ბოლო დღე სრულად დაეთმო პროექტის სამომავლო  გეგმების დაგეგმვას.