ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

დმანისის მხარდაჭერის სახლის გახსნა

პროექტის „მხარდაჭერის სახლი - მომსახურებები ხანდაზმულთა ღირსეული ცხოვრებისათვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში“ დმანისის მხარდაჭერის სახლის გახსნა.

პროექტის „მხარდაჭერის სახლი - მომსახურებები ხანდაზმულთა ღირსეული ცხოვრებისათვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში“ ფარგლებში 31 მაისს ოფიციალურად გაიხსნა დმანისის „მხარდამჭერი სახლი“, რომლის ფარგლებშიც მომსახურე ჯგუფი სოფლად მცხოვრებ ხანდაზმულებს შინმოვლის მომსახურებებს გაუწევს. მომსახურების ფარგლებში მარტოხელა ხანდაზმულებს აქვთ შესაძლებლობა ადგილზე მიიღონ გარკვეული მომსახურება, რომლსაც სთავაზობს „მხარდაჭერის სახლი“.

აღნიშნული აგრეთვე წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს იმ გრძელვადიანი და მტკიცე თანამშრომლობის კუთხით, რომელიც ეხება მუნიციპალიტეტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორც ადგილობრივ დონეზე სერვისის მიმწოდებლებს შორის კოოპერაციის განვითარებას.

პროექტი ხორციელდება ავსტრიის განვითარების სააგენტოს, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ოპერაციული უწყების დაფინანსებით, პროექტის ხელმძღვანელია Hilfswerk International პარტნიორები კი არიან Hilfswerk International-ის სარაევოს ოფისი და „HAJDE დახმარებისა და განვითარების ასოციაცია“ ბოსნია-ჰერცოგოვინაში, ხოლო საქართველოში იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“, „საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი“.