ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

სპეციალური ტრენინგების სტრატეგიული გეგმის შემუშავება "მხარდაჭერის სახლი - მომსახურებები ხანდაზმულთა ღირსეული ცხოვრებისათვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში“ ფარგელბში

პროექტის „მხარდაჭერის სახლი - მომსახურებები ხანდაზმულთა ღირსეული ცხოვრებისათვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში“ ფარგლებში,  საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ შეიმუშავა სპეციალური ტრენინგების სტრატეგიული გეგმა, რათა უზრუნველყოს საერთო ხედვა პროექტის გუნდის წევრებს შორის, თუ როგორ უნდა განვითარდეს პერსონალის უნარები.

პროექტის პარტნიორების უკუკავშირზე დაყრდნობით, მოხდა ტრენინგ მოდულების მორგება შინ მოვლის და ჯანსაღი დაბერების ცენტრის თანამშრომლებზე, რათა მათ შეძლონ დროული და ეფექტური მუშაობა.

ტრენინგის გეგმა მოიცავს შემდეგ თემებს: 1. ხანდაზმულებთან კომუნიკაციის სტრატეგიები და უკეთესი კომუნიკაციის უნარები, 2. ინტერვიუს უნარები, 3. ხანდაზმულთა ბიო-ფსიქო-სოციალური ასპექტები, 4. ძალადობა ხანდაზმულებზე, ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირება, მსხვერპლთა მხარდაჭერა და ხანდაზმულთა ძალადობის ეფექტური მართვის მექანიზმები, 5. ხანდაზმულებისთვის დამხმარე საშუალებების გამოყენება, როგორ გამოიყენონ, სახელმწიფო პროგრამით რომელი დამხმარე საშუალებებია ხელმისაწვდომი და სხვა, 6. ხანდაზმულთა უფლებების დაცვა, 7. ადამიანის უფლებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე 2022 წლის 26-27 მარტს, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ,  „მხარდაჭერის სახლის“  შინ მოვლის და ჯანსაღი დაბერების ცენტრის თანამშრომლებისთვის ჩაატარა ტრენინგები, გორსა და დმანისში. ტრენინგზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: 1. სახელმწიფოში ხანდაზმულებისთვის არსებული სერვისები, 2. ხანდაზმულები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, 3. გადაადგილებასთან დაკავშირებული სირთულეები, 4. ADL-IADL - დამხმარე საშუალებები 5. დაცემის პრევენცია 6. კომუნიკაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხანდაზმულებთან, 7. ძალადობის საკითხები.

ტრენინგი ჩატარდა 26 მარტს დმანისის გუნდთან, რომელსაც ესწრებოდა 16 მონაწილე, ხოლო 27 მარტს გორის გუნდთან  12 მონაწილე.