ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

სოციალური მუშაობის ხარისხის გაძლიერება სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სააგენტოში

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ 2021 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი „სოციალური მუშაობის ხარისხის გაძლიერება სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სააგენტოში - Strengthening the quality of social work at the Agency for State Care and Assistance For the (Statutory) Victims of Human trafficking (SCA)“.

პროექტის მიზანი იყო სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მხარდაჭერა სოციალური მუშაობის გაძლიერების მიმართულებით.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის გუნდისა და ექსპერტების ჩართულობით:

• განხორციელდა შემთხვევის მართვის პროცესის ანალიზი და აქტიურად ხორციელდებოდა სპეციალისტთა უწყვეტი მხარდაჭერა შემთხვევის მართვის პროცესის გაუმჯობესებისთვის

• შემუშავდა პროფესიული ზედამხედველობის კონცეფცია და სამუშაო ინსტრუმენტები, განვითარდა სოციალურ მუშაკთა პროფესიული ზედამხედველობის სისტემა

• დაინერგა სუიციდისა და სექსუალური ძალადობის რისკების იდენტიფიცირების, შეფასებისა და რეაგირების მექანიზმი

• შეიქმნა დამწყებ სოციალურ მუშაკთა მომზადებისა და უწყვეტი განათლების სისტემა

• შემუშავდა სოციალურ მუშაკთა პროფესიული ზრდის შეფასების კონცეფცია

• აღნიშნულ საკითხებთან მიმართები გადამზადდა 500-მდე სპეციალისტი.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია წლებია აქტიურად უჭერს მხარს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, რათა განვითარდეს და გაძლიერდეს სააგენტოში სოციალური მუშაობის მომსახურება. ამ მიზნით საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია ხელს უწყობს სოციალური მუშაობის სისტემის იმგვარად განვითარებას, რომ მომსახურებები ითვალისწინებდეს ბავშვების და ოჯახების მრავალმხრივ საჭიროებებს და მიმართული იყოს მათი კეთილდღეობის გაძლიერებისკენ. ამასთან, გონივრულად იქნეს გამოყენებული სააგენტოს მწირი რესურსები ბავშვებისა და ოჯახების სხვადასხვა დონის რისკებზე ეფექტიანი ინდივიდუალური რეაგირებისთვის და უზრუნველყოფილი იყოს ბავშვებისა და ოჯახების მრავალმხრივ საჭიროებებზე მულტიდისციპლინური რეაგირება.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია მადლობას უხდის ევროკავშირსა და გაეროს ბავშვთა ფონდს მხარდაჭერისთვის, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და პროექტში ჩართულ ექსპერტებს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის!