ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ 500-მდე სპეციალისტი გადაამზადა

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ სოციალური მუშაობის გაძლიერებისა და სისტემური ინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობის კუთხით ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან ერთად განხორციელებული პროექტის ფარგლებში სოციალურ მუშაკთა პროფესიული ზედამხედველობის სისტემა განვითარდა, დაინერგა სუიციდისა და სექსუალური ძალადობის რისკების იდენტიფიცირების, შეფასებისა და რეაგირების მექანიზმი, გადამზადდა 500-მდე სპეციალისტი.

„პროექტის ფარგლებში შეიქმნა დამწყებ სოციალურ მუშაკთა მომზადებისა და უწყვეტი განათლების სისტემა, ასევე, სოციალურ მუშაკთა შეფასების მექანიზმი. შემუშავდა კონცეფცია, რომელიც ბავშვების და ოჯახების მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის მიზნით სოციალური მუშაკის ჩართულობის მიმართულებებს მოიცავს.

შემაჯამებელი ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ გახსნა და განხორციელებული სამუშაოების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით განხორციელდა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ასევე, შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია შემდეგ მედია საშუალებებში:

imedinews.ge - სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ სოციალური მუშაობის გაძლიერებისა და სისტემური ინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობის კუთხით ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა

palitranews.ge - სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ 500-მდე სპეციალისტი გადაამზადა

rustavi2.ge - სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ სოციალური მუშაობის გაძლიერების კუთხით ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა