მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ გამართა შეხვედრა ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირების ფარგლებში დაქირავებულ სპეციალისტებთან და პროფესიულ ზედამხედველებთან.
შეხვედრა გაიმართა პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის ბიოფსიქოსოციალური შეფასება და სტატუსის განსაზღვრის სისტემა“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ახორცილებს.
შეხვედრა პირისპირ რეჟიმში ჩატარდა და შეხვედრის მიმდინარეობისას მასში მონაწილე პირებმა იმსჯელეს ბიოფსიქოსოციალური მოდელი პილოტირების ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტის დახვეწასა და კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე, როგორიცაა მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობა. მულტიდისციპლინური გუნდი არის ბიოფსიქოსოციალური მოდელის პილოტირების ფარგლებში დაკომპლექტებული პროფესიონალთა გუნდი შემდეგი წევრებით - შემთხვევის მენეჯერი, ფუნქციონირების შეფასების სპეციალისტი, ექიმი კოორდინატორი.
მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის მიზანია განიხილოს პირის/ბავშვის სამედიცინო, სოციალური და ფუნქციონირების შეფასების შედეგები, აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იმსჯელოს პირის/ბავშვის ფუნქციონირებასა და შეზღუდულ შესაძლებლობაზე და განსაზღვროს აღნიშნული პირის/ბავშვის შეზღუდული შესაძლებლობა და მისი სიმძიმე ბიოფსიქოსოციალურ მიდგომაზე დაყრდნობით.
შესაბამისად, მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობისას მიგნებებზე რეაგირებას და პროცესის გაუმჯობესებას პილოტირების პროცესებში უდიდესი მნიშვნელობა აქვს და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია აქტიურად მუშაობს და კვლავაც აქტიურად იმუშავებს ამ მიმართულებით.