ორშაბათი -პარასკევი- 10:00 - 18:00

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის       „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

ცნობილი სოციალური მუშაკები - ჯეინ ადამსი

ჯეინ ადამსი

რეფორმატორი, სოციალური მუშაკი, საჯარო ფილოსოფოსი, სოციოლოგი, ავტორი, ქალთა საარჩევნო უფლებების მოპოვებისა და მსოფლიო მშვიდობის ლიდერი.

(1860-1935)

 

ჯეინ ადამსმა მოიპოვა მსოფლიო აღიარება XX საუკუნის პირველ მესამედში, როგორც პიონერი სოციალური მუშაკი ამერიკაში,  ფემინისტი და ინტერნაციონალისტი.

1906 წლიდან, ოთხი წლის მანძილზე, ჯეინ ადამსი იყო  ამერიკელ ქალთა არჩევნებში ხმის უფლების ასოციაციის პრეზიდენტი.

ადამსმა ასოციაციის პრეზიდენტობის მანძილზე მთელი ამერიკის შეერთებული შტატები შემოიარა. იგი ატარებდა შეკრებებს, წერდა ქალთა უფლებებზე და ა.შ..

ადამსი მუშაობდა სხვადასხვა რეფორმების ჯგუფებთან,მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: პირველი არასრულწლოვანთა სასამართლოს კანონი, საცხოვრებელი სახლის რეგულაცია, რვასაათიანი სამუშაო დღე ქალებისთვის და  მშრომელთა კომპენსაცია.

მე -19- ში ჩიკაგოსა და ნიო იურკში, ამოქმედდა განსახლების მოძრაობა, რომლის ინიციატორიც იყო ჯეინ ადამსი.

აშშ - ში განსახლების მოძრაობის პირველი სახლი იყო ჰალის სახლი, რომელიც დაარსდა 1880 წელს.

ჰალის სახლის მისია იყო ემიგრანტი, ღარიბი და შეჭირვებული მოსახლეობისთვის საგანმანათლებლო და სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილება.

ჰულ-სახლები, ჩიკაგოს პირველი სოციალური დასახლება, არა მხოლოდ ჯეინ ადამსისა და „ჰულ სახლის“ სხვა მცხოვრებთა კერძო სახლი იყო, არამედ ის ადგილი, სადაც სხვადასხვა თემების ემიგრანტები იკრიბებოდნენ, რათა ესწავლათ, ეკვებათ, დებატებში ჩართულიყვნენ და შეეძინათ საჭირო უნარ-ჩვევები.

ადამსმა და სტარმა გარშემომყოფების მხარდაჭერით, შეაგროვეს ფინანსები და ახალგაზრდა დედებისთვის დაარსეს ჩვილ ბავშვთა დღის ცენტრი, სადაც ხდებოდა ბავშვების კვება, მოვლა, მკურნალობა, ახალბედა მშობლების კონსულტირება და გაძლიერება.

„ჰულ სახლებმა“ მოიპოვეს საერთაშორისო აღიარება და დღესაც კი მსოფლიოს სხვადსხვა კუთხიდან სტუმრობენ  ადამიანები.