Monday -Friday - 10:00 - 18:00  

This webpage is funded by the European Union and Austrian Development Cooperation within the project  “Social Workers in Collaboration for Social Change in Eastern Neighbourhood Countries”  implemented jointly with Hilfswerk Austria International. 

შეხვედრა მარკ დოელთან (ანონსი)

სამშაბათს 13 თებერვალს, 18:00 საათზე საქართველოს სოციალურ მუშაკთა  ასოციაციას ესტუმრება ჩვენი სახელგანთქმული უცხოელი კოლეგა  მარკ დოელი, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს  შეტანილი ჩვენი პროფესიის განვითარებაში. იგი ექსპერტის სტატუსით  აქტიურად გახლდათ ჩართული საქართველოში სოციალური მუშაობის დაფუძნებაში და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამაგისტრო პროგრამას. ამ დამსახურებების გამო ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეზე მარკ დოელს მიენიჭა თსუ-ს საპატიო წევრის ტიტული. მარკ დოელის ავტორობით  არაერთი სახელმძღვანელოა გამოცემული, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ბოლო და განსაკუთრებული ნამუშევარია  წიგნი სახელწოდებით „სოციალური მუშაობა 42   და მეტ ნივთში“/„Social Work in 42 Objects and more” რომელიც 2017 წელს დაიბეჭდა. წიგნში განხილულია თუ რა ასოციაციას იწვევს სოციალური მუშაობა ადამიანებში.  სწორედ ამ წიგნიდან გამომდინარე, სპეციალურად სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წევრებისთვის  დაიგეგმა შეხვედრა თემაზე "სოციალური მუშაობა ხელოვნებაში და/ან ასოციაციურად" გეპატიჟებით ამ ძალიან საინტერესო შეხვედრაზე,  არ გამოტოვოთ  გამოცდილ კოლეგასთან და ჩვენი პროფესიის განვითარების მხარდამჭერთან შეხვედრის შესაძლებლობა. შეხვედრა ჩატარდება ინგლისურ ენაზე,   გთხოვთ, დაგვიდასტუროთ შეხვედრაში მონაწილეობა, გაითვალისწინეთ, რომ ადგილები შეზღუდულია. 

Subscribe

User Profile

For GASW membership:

gaswmembers@gmail.com

Where to find us?

Address
44 Kazbegi av., 2nd Floor, Tbilisi 0177, Georgia
Phone Number
+995 32 239 00 71

Vinaora Visitors Counter

2287032
Today
Yesterday
This Week
Last Week
This Month
Last Month
Today
298
1047
3496
2274621
8859
37691
2287032
Your IP: 3.15.27.232
2024-05-09 05:18